გვარამია კობახიძეზე: ეს არის სამშობლოს ღალატი - ნამდვილად, უტყუარად და არა მხოლოდ პოლიტიკურ, ემოციურ განზომილებებში, არამედ სამართლებრივადაც

08.08.26 17:19
გვარამია კობახიძეზე: ეს არის სამშობლოს ღალატი - ნამდვილად, უტყუარად და არა მხოლოდ პოლიტიკურ, ემოციურ განზომილებებში, არამედ სამართლებრივადაც

აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - ნამდვილად, უტყუარად და არა მხოლოდ პოლიტიკურ, ემოციურ განზომილებებში, არამედ სამართლებრივადაც, - ასე ეხმაურება ნიკა გვარამია  ირაკლი კობახიძის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი წერს რომ, თუ ვინ დაიწყო ომი და როდის, დახურულია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და პოლიტიკური ინსტიტუციებისთვის.

„აი, ამას შეიძლება მოყვეს ჩვენი ქვეყნისთვის ნეგატიური გაგრძელება საერთაშორისო სამართალში, პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში და არა პოლიტიკოსის გაქცეულ სიტყვას. აი, ამაზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაში სჭირდება ამ კაცს ამის თქმა, ეს არის სრულიად გაუგებარი და ძალიან საეჭვო. რატომ გამოდის რევიზიონისტად ქართველი იმ თემაში, სადაც საქართველო სრულიად გამარჯვებულია და საკითხი, თუ ვინ დაიწყო ომი და როდის, დახურულია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და პოლიტიკური ინსტიტუციებისთვის (7 აგვისტოს საღამოს, რუსეთმა)”, - წერს გვარამია და აღნიშნულ პოსტს კობახიძის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებას ურთავს:

„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი”

მსგავსი სიახლეები