აშშ-მ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა

08.08.26 19:13
აშშ-მ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა

შტატების მიერ სანქცირებულია საქართველოში დაფუძნებული კომპანია - ამის შესახებ ცნობილი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პრეს-რელიზიდან გახდა. 

სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სამიზნე კრიპტოკომპანიები გახდა, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.

ოფიციალურ განცხადებაშუი ნახსენებია ირანში დაბადებული ბიზნესმენი სიავაშ კეივანპური, რომელიც განცხადების თანახმად, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, SHPS Shelbit-ის მეშვეობით კრიპტოვალუტის ბირჟა Shelbit Exchange-ს მართავს.

  • უწყების ინფორმაციით, IRGC-ის კუთვნილი კრიპტოვალუტის მისამართებიდან Shelbit Exchange-ის მისამართებზე $1 მილიონზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივებია გადარიცხული, ხოლო Shelbit-ის მისამართებიდან IRGC-ის კრიპტოვალუტის მისამართებზე $2 მილიონზე მეტი გადაიგზავნა.
  • ფინანსთა სამინისტროს ცნობითვე, კეივანპურის კუთვნილი ან მის მიერ კონტროლირებული კრიპტოვალუტის მისამართებიდან 2 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა Nobitex-ზე, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებული ირანული კრიპტოვალუტის ბირჟაა.
  • შესაბამისმა სამსახურებმა გაარკვიეს ისიც, რომ Shelbit-ის მეშვეობით სპარსულენოვან ონლაინ-აზარტული თამაშების ქსელთან დაკავშირებული ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები გათეთრდა.

დღეს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მიიღო ზომები ციფრული აქტივების ბირჟების წინააღმდეგ, რომლებსაც ირანის რეჟიმი იყენებს მილიარდობით დოლარის გასათეთრებლად, საერთაშორისო ფინანსურ სისტემებზე ფარული წვდომის შესანარჩუნებლად და სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან ერთად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მხარდასაჭერად. ეს ქმედება მიმართულია თეირანის მიერ გამოყენებული ორი მსხვილი კრიპტობირჟისა და ფიქტიური კომპანიების საერთაშორისო ქსელის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო კრიპტოვალუტის ბრუნვასა და სანქციებისთვის თავის არიდებას. 

სიავაშ  ქაივანფური,  რომელიც დაიბადა ირანში, ფლობს დომინიკისა და ავღანეთის დამატებით მოქალაქეობებს და ცხოვრობდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მართავს კომპანიების საერთაშორისო ქსელს, რომელიც მხარს უჭერს ციფრული ვალუტის უკანონო საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ქაივანფური, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს „შელბიტის“ მეშვეობით, მართავს „შელბიტ იქსჩეინჯს“.  ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილი კრიპტო-მისამართებიდან 1 მილიონზე მეტი დოლარის ეკვივალენტი გადაირიცხა „შელბიტ იქსჩეინჯზე“, თავის მხრივ, ბირჟიდან 2 მილიონზე მეტი დოლარი გადაირიცხა უკან რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მისამართებზე. 

გარდა ამისა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ქაივანფურის მფლობელობაში არსებული სხვა კომპანიები, რომელმაც დაამუშავა მილიონობით დოლარის ტრანზაქციები ადრე დასანქცირებულ ირანულ კრიპტობირჟებთან.