ნიკა მელიაზე თავდასხმის თვითმხილველებს ბრალს უყენებენ
პარტია ახალის წევრი, ცოტნე მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 წლის წინ, სამტრედიაში მომხდარ ფაქტზე პროკურატურა აპირებს, ბრალი წაუყენოს.
"პირველების" ინფორმაციით, გამოძიება მირცხულავას ნიკა ემლიას თავდასხმაში მხილებულ, საბა ნიკოლეიშვილზე თავდასხმას ედავება.
"ის ამბავი ხომ გახსოვთ, ნიკა მელიას რომ თავს დაესხნენ სამტრედიაში? ხოდა, სწორედ იმ ამბავზე ხვალ პროკურატურა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალს წამიყენებს.
პირდაპირ ეთერში, კამერების წინ მოხდა ყველაფერი 2 წელია ამ საქმეზე არავინ დაუსჯიათ და ახლა თურმე პროკურატურამ ბრალი მე უნდა წარმიდგინოს.
სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. მთავარია, ბოლომდე მივიდეთ და გავიმარჯვოთ. ამ ამბავსაც აუცილებლად ტკბილად გავიხსენებთ" - წერს მირცხულავა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს მომხდარი დანაშაულის გამოძიება 724 დღის დაგვიანებით დაიწყო.
გასულ კვირას დაკითხვაზე დაიბარეს, ნიკა მელიას დაცვის ყოფილი თანამშრომელი, გაბრიელ კობაიძე.
შეგახსენებთ, პირი, ვინც საარჩევნო შეხვედრისას მელიას, კამერების წინ თავს დაესხა, საბა ნიკოლეიშვილა. მისი იდენტიფიცირება თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მოხდა, თუმცა 2 წლის თავზე ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური ნიშნით თავდასხმას ადასტურებს.
ირკვევა, რომ თავდამსხმელი ახლა იმის მტკიცებას ცდილობს, რომ თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა.