ე.წ. დამპყრობელი - "ოცნება“ რუსეთს ოკუპანტს არ ეძახის
მიხეილ ყაველაშვილი, რუსეთს ოკუპანტს ვერ ეძახის. ჯერ ნაცვალსახელით მოიხსენიებდა ახლა კი გაჩნდა ახალი ტერმინი - ე.წ დამპყრობელი. ამ
ყველაფერს კაცი, რომელიც ორბელიანების სასახლეში მუშაობს, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების საფლავებთან ლაპარაკობდა.
მიხელ ყაველაშვილმა ბევრჯერ სცადა, რომ მაშველ რგოლად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის რეზოლუცია გამოეყენებინა, რომლის მეხუთე პუნქტიც, „ქართული ოცნება“ უკვე წლებია წინამორბედებს თავს ესხმის, თუმცა არ, ან ვერ შეძლო კონკრეტული ციტატის წაკითხვა, რაც მის გზავნილებს არგუმენტად წაადგებოდა.
სანამ ყაველაშვილი რეზოლუციის ტექსტს ელოდებოდა, რომელიც დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მისთვის არავის მიუწოდებია, ასპარეზზე იგივე ნარატივით კობახიძე გამოვიდა. ოცნების ლიდერი ისევ იმეორებს, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო.
კობახიძე კობახიძე რუსოფობს ეძახის ყველას, ვინც მისთვის მიუღებელია. კითხვაზე, რატომ მოუნდა, აგვისტოს ომის 18 წლის თავზე, იმ წერილის გამოქვეყნება, რომელიც დასავლურმა საზოგადოებამ უკვე შერაცხა ანტისახელმწიფოებრივად, პასუხის გაცემის ნაცვლად თავდასხმაზე გადადის.
"სამშობლოს ღალატი და გმირების შეურაცხყოფა" - ასე ფასდება ოცნების განცხადებები ოპოზიციის მხრიდან. პოლიტიკური ოპონენტებისთვის ივანიშვილის პარტია რუსი აგენტების დანაყოფია.