ჩვენი გაჩერება უდრის რუსის პაპუაშვილის ადგილზე დასმას - მარშს "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული დავით კოლდარი შეუერთდა
"თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - თბილისში შაბათის ტრადიციული მარში მიმდინარეობს.
პროტესტს შეუერთდა "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული დავით კოლდარი, ყოფილი პატიმარი, რომელმაც ციხეში 2 წელი და 3 თვე გაატარა.
დავით კოლდარი 2024 წლის მაისში დააკავეს. მას პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ. ახალგაზრდა კაცი ლაითურის ციხიდან 7 აგვისტოს გათავისუფლდა.
პატომრებიც იმ აზრზე არიან, რომ ქალაქში უნდა იყოს პროტესტი, არ უნდა გავჩერდეთ არასდროს! ჩვენი გაჩერება უდრის რუსის ჩამოსვლას და პაპუაშვილის ადგილზე დასმას. ეს ჩვენ არ გვინდა და მაგიტომაც ვართ გამოსულები.
ანდრო და სხვა ბიჭები მართლა არაფრის გამო ზიან, მართლა თეთრ ფურცელზე იყო ყველაფერი. ვუსურვებმ მალე გათავისუფლებას, მთელი გულით ველით"- თქვა მან.