“ივანიშვილმა საქართველო რუსეთის და ირანის სისხლიანი რეჟიმების ფულის სამრეცხაოდ აქცია“ - ოპოზიცია
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში დაფუძნებული კრიპტომპანიის დაასანქცირებას “ქვეყნის რეპუტაციულ ზიანს“ უწოდებს ოპოზიცია და მიიჩნევენ, რომ ეს პირდაპირ ურტყამს ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და უსაფრთხოებას.
“ლელო ძლიერი საქარართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სასალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სანქციების შემოღება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ რეაგირებს ადეკვატურად.
მისივე თქმით, “ივანიშვილმა საქართველო რუსეთის და ირანის სისხლიანი რეჟიმების ფულის სამრეცხაოდ აქცია.“
დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენება ხდება სანქციების გვერდის ავლისთვის და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩვენ გვაქვს სისტემატური გამოწვევა, და ცხადია, რომ სანქციების შემოღება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ რეაგირებს ადეკვატურად. ბიძინა ივანიშვილმა საქართველო, რომელიც იყო ყველაზე მყარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთის რეგიონში, აქცია რუსეთის და ირანის სისხლიანი რეჟიმების ფულის სამრეცხაოდ, თუ არ აღმოიფხვრა სანქციების თავის არიდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით, დასავლეთს შეუძლია სანქცირება გაუკეთოს ყველა კრიპტოსაწარმოს, რომელიც ოპერირებს საქართველოში, და მომავალში, არ არის გამორიცხული, ასევე დღის წესრიგში დადგეს ფინანსური სექტორის სანქცირება, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ქვეყნის რეპუტაციული ზიანზე საუბრობს პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია. როგორც ის ამბობს, “იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური რეაგირება ასეთ საქმეებზე, ეს შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად იქცეს“.
ახლა უკვე აშშ-ისა სანქციებით, ირანის რეჟიმის გაძლიერება, არის მნიშვნელოვანი ზიანი, რეპუტაციული საქართველოსთვის, რომელიც მიიჩნეოდა, დასავლური სამყაროს ნაწილად და სტრატეგიულ პარტნიორად წარსულში. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური რეაგირება ასეთ საქმეებზე, ეს შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად იქცეს, ისევე როგორც უსაფრთხოების სექტორის, და ამაზე პასუხისმგებლობა სრულად აქვს, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
- ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დაფუძნებული კომპანია დაასანქცირა. სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სამიზნე კრიპტოკომპანიები გახდა, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.
- ოფიციალურ განცხადებაში ნახსენებია ირანში დაბადებული ბიზნესმენი სიავაშ კეივანპური, რომელიც განცხადების თანახმად, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, SHPS Shelbit-ის მეშვეობით კრიპტოვალუტის ბირჟა Shelbit Exchange-ს მართავს.