“საქართველომ დანაშაული აღიარა” - ცხინვალის რეჟიმი კობახიძის განცხადების შემდეგ
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო არალოგიკურს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით“, რომელშიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ.
„კიდევ ერთხელ მივუთითებთ მეზობელი სახელმწიფოს საგარეო უწყებას აშკარა ფაქტების დამახინჯების დაუშვებლობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ე.წ. საგარეოს თქმით, ამ განცხადებამდე ცოტა ხნის წინ, საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის.
„ცხადია, დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ჰქონდა მანდატი, ემოქმედა საქართველოს სახელმწიფოს სახელით და გაეცა დანაშაულებრივი ბრძანებები, რითაც ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა გაატარა. ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტს, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებსაც, როგორც ამ პოლიტიკის განმახორციელებლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ე.წ. სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში მოცემული შეფასებები უკიდურესად მიკერძოებული და რეალობას მოწყვეტილია.
„სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად, ხოლო ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ვითარდება, მყარ სამართლებრივ საფუძველს ემყარება. მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, თავი დაანებოს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობებს და უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს, მათ შორის, ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მუშაობისას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში მოცემული შეფასებები უკიდურესად მიკერძოებულია და რეალობას მოწყვეტილია.