“ომი საქართველომ დაიწყო“ - ივანიშვილის გამონათქვამია, რომელიც სულაც 2011 წელს დაიწყო -რუსუდან კობახიძე

09.08.26 18:25
“ომი საქართველომ დაიწყო“ - ივანიშვილის გამონათქვამია, რომელიც სულაც 2011 წელს დაიწყო -რუსუდან კობახიძე

“სოვლაბის“ მკვლევარს რუსუდან კობახიძეს აინტერესებს, თუ ნამდვილად არის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომლითაც “ცნებას“ მანიპულირებს, რატომ  არ მიიღეს შესაბამისი ზომები, ამ 14 წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში არიან.

კობახიძის თქმით, სიცრუეა ის, რომ თითქოს, რეზოლუციაში წერია, ომი საქართველომ დაიწყოო.

მისი თქმით, ომი საქართველომ დაიწყო - ეს არის ივანიშვილის გამონათქვამი, რომელიც სულაც 2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლის დროს გააჟღერა.

გუშინ ყაველაშვილმა რეზოლუცია მოითხოვა იმის დასადასტურებლად, რომ თვითონ კი არ არიან მოღალატეები, არამედ ნაციონალური მოძრაობა იყო მოღალატე, მაგრამ მე მაქვს რამდენიმე კითხვა- თუ ამ რეზოლუციაში მათთვის მიუღებელი რაღაც იყო ჩაწერილი და იქ ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რაც სრული სიცრუეა, მაინტერესებს 14 წელი, ხელისუფლებაში ყოფნისას, რატომ არ აატალახეს ყველა კონფერენციის, შეკრების, საერთაშორისო შეკრების დროს, კარები რატომ არ უტალახეს ევროპელ პარტნიორებს, რომ შეეცვალათ მეხუთე პუნქტი. ომი საქართველომ დაიწყო, ეს არის ივანიშვილის გამონათქვამი, რომელიც სულაც 2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლის დროს დაიწყო, მერე იმეორებდა. ჯერ როცა მიშა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, მახსოვს, სადღაც გემზე იყო შეხვედრა და მიშას ეკეთე ყაყაჩო- გმირების სიმბოლო და რა გიკეთია ეგ, რა არის ეს, ეკითხებოდა, ისეთი აგდებით. როცა წულუკიანი იტყვის, რომ “რატომ არ ეფერება ანწუხელიძე თავის შვილებს და ეს არის პიარს შეწირული, ეს არის ჩაფურტება, რომ ადამიანი ტყუილად მოკვდა, როდესაც ანწუხელიძე ჩვენთვის მაგალითია, როგორი უნდა იყოს ქართველი პატრიოტი და ჯარისკაცი. ეჩქარებათ, რომ მოასწრონ რამენაირად და მოაბრუნონ მთლიანად ის გზა, რაც საქართველომ მთელი ამ 35 წლის განმავლობაში გაიარა, - ამბობს რუსუდან კობახიძე.

მსგავსი სიახლეები