“საჩუქარი ოკუპანტებისთვის” - ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი კობახიძის ციტატებით ალაპარაკდა
ირაკლი კობახიძის განცხადებებს ირანის საოკუპაციო რეჟიმი „აღიარებად“ აფასებს. მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა და აგვსიტოს ომზე პასუხისმგებლობის დაკსირება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის მოითხოვა.
ცხინვალის მთავარი არგუმენტი „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძის განცხადებაა, რომელიც გუშინ ქართველი გმირების საფლავთან გააკეთა და ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლება დაადანაშაულა.
ღალატი - ამ სიტყვებით აფასებს კობახიძის ბრალდებებს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ია პაიჭაძე. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი სვამს რიტორიკულ კითხვას: თუკი ოცნების ვერსიით, ომი საქართველომ დაიწყო, მაშინ, რომელ გმირებს მიაგებს პატივს ივანიშვილის გუნდი და ვის საფლავზე მიაქვს ყვავილები?!