გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ბარბარა ფოსი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, ფოსი 2023 წლიდან გერმანიის გენერალურ კონსულად კალკუტაში, ინდოეთში მუშაობდა.
„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება”, - აცხადებს ბარბარა ფოსი.
გერმანიის წინა ელჩმა პეტერ ფიშერმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ სოციალურ ქსელში 30 ივნისს დაწერა.