“ოცნებას“ უწევს პუტინთან თავის მართლება, ამდენი ხანი რატომ ვერ დაიმორჩილა ხალხი - ხოშტარია

13.08.26 18:01
“ოცნებას“  უწევს პუტინთან თავის მართლება, ამდენი ხანი რატომ ვერ დაიმორჩილა ხალხი - ხოშტარია

“დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენ ხოტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს და “ოკუპაციის ხსენების მარგინალიზებას რამდენიმე მიზეზზე საუბრობს“.

მისი თქმით, პირველი-ეს არის, რომ რომ „ოცნება“ რუსულია და მეორე - მათ უწევთ პუტინთან თავის მართლება, რატომ ამდენი ხანი ვერ დაიმორჩილა ხალხი.

ოკუპაციის ხსენების მარგინალიზებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთი, რაც პირდაპირ ზედაპირზეა - "ოცნება" არის რუსული.

ეს ფაქტი დადასტურებულია საერთაშორისო სანქციებით და ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ.

მეორე და საინტერესო არის ის, რომ ოცნებას უწევს პუტინთან თავის მართლება, რატომ ამდენი ხანი ვერ დაიმორჩილა ხალხი. ესეც დადასტურებული ფაქტია: არჩევნები გააყალბა, ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა; ხალხი ცემა და დაწამლა, პროტესტი ვერ გააჩერა; ევროპა მტრად გამოაცხადა, მაინც ფრიალებს ევროპული დროშა საქართველოში.

ეხლა ისღა დარჩა, უთხრას რუსებს, დავსჯით ყველას, ვისაც შენ არ უყვარხარო, მაგრამ არც ეს გამოუვათ. არა აქვთ კარგად საქმე არც რუსებს და არც მათ ქართულ ვერსიას. მათი მარცხი გარდაუვალია. ასეთია ისტორიული ლოგიკა და ამაზე მეტყველებს ყველაფერი. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა, წინააღმდეგობა და ეს ორი წარმავალი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება.

რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მოღალატეა.

ბოლომდე!,- წერს ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.