ელიტური კორუფციის გაზრდილი მასშტაბი - დანაშაულის 25 სავარაუდო შემთხვევა ბოლო 2 თვეში გამოვლინდა

13.08.26 20:25
ელიტური კორუფციის გაზრდილი მასშტაბი -  დანაშაულის 25 სავარაუდო შემთხვევა ბოლო 2 თვეში გამოვლინდა

კორუფციული დანაშაულის 25 სავარაუდო შემთხვევა მხოლოდ ბოლო 2 თვეში გამოვლინდა და ეს მთავრობამაც იცის. ხელისუფლება უგულებელყოფს მედიის მიერ გამოძიებულ ფაქტებს, რომლითაც დგინდება, რომ ელიტური კორუფცია სავარაუდოდ არსად გამქრალა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დათვლით, სავარაუდოდ ჩადენილი და გამოუძიებელია 340 მაღალი დონის კორუფციული დანაშაული, რომელშიც თანამდებობის პირები არიან ჩართული. 42 მთავრობის წევრი, 58 პარლამენტარი, 20 მოსამართლე, 81 ადგილობრივი ჩინოვნიკი.

სულ ბოლოს სავარაუდო კორუფციის გამოვლენილ ფაქტზე საზოგადოებამ და მათ შორის საგამოძიებო უწყებებმა “ტვ პირველის“ ეთერით შეიტყვეს. “ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდი ყვებოდა, რომ  თბილისის მერიის მიერ მიწის გაცვლამ მისი ყოფილი თანამდებობის პირი მილიონერად აქცია. დედაქალაქის მთავრობამ ყოფილ ჩინოვნიკს 4 ათასი კვადრატული მიწა 37 ათას კვადრატულ მიწაში გაუცვალა და მისი გაყიდვით მესაკუთრემ მილიონების დაგროვება შეძლო. 

გამოუძიებელი შემთხვევების სიხშირე მკვლევარებს არწმუნებს, რომ პრობლემა სისტემურია და ხელისუფლებას მისი გადაჭრის ნება არ აქვს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში