საქართველო რუსეთის ყველაზე უუფლებო გუბერნიაა - შალვა ნათელაშვილი

13.08.26 21:40
საქართველო რუსეთის ყველაზე უუფლებო გუბერნიაა - შალვა ნათელაშვილი

ტრაგიკული რეალობა გახლავთ, რომ საქართველო რუსეთის ყველაზე უუფლებო გუბერნიაა, - ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შლვა ნათელაშვილმა “ანა წერეთლის დღის ამბებში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, ვერცერთ საკუთარ ფედერაციასაც კი ვერ გაუბედა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ყველა ფეხზე დადგებოდა და შედეგიც მოჰყვებოდა.

ნათელაშვილის მტკიცებით, ის, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები თანდათან შეირთა, ივანიშვილის რეჟიმის დუმილის ბრალია.

ტრაგიკული რეალობა გახლავთ, რომ საქართველო რუსეთის ყველაზე უუფლებო გუბერნიაა. არის უფლებიანი გუბერნიები. აბა, კაი დედის შვილია ვინმემ ჩამოართავს დაღესტანს კაჩუები ქალაქი, ან დერბენდი, დადგება ხალხი ფეხზე და დაიწყება აჯანყება. ან ჩეჩნეთს ჩამორთვას ვინმემ გუდერმესი, რას იზამენ ჩეჩნები, შეიძლება წარმოვიდგინოთ. ან რომელიმე რუსეთის ფედერაციის სუბიექტს, საზღვრების კორექტირება გაუკეთოს რუსეთმა, იქნება საშინელი რეაქცია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი კრემლი ვერ ბედავს რუსეთის სუბიექტებზე ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. ჩვენთან რა ხდება, 20 % ოკუპირებული ტერიტორიისა, მოსკოვმა თანდათანობით შეიერთა, ეს ხდება ყოველწუთიერად, ივანიშვილის რეჟიმის ხელშეწყობით, დუმილით, 12-14 წელია გადაღობეს ქართლის ტერიტორია ისე, რომ ერთხელ არ ჩასულა,- განაცადა ნათელაშვილმა.