მობეტონებული ზედაპირების და შენობების შედეგი - საბა ბუაძე თბილისის დატბორვაზე

15.08.26 15:30
მობეტონებული ზედაპირების და შენობების შედეგი - საბა ბუაძე თბილისის დატბორვაზე

საბა ბუაძე ამბობს, რომ თბილისის დატბორვის მიზეზი დედაქალაქში არსებული "ურბანული გენოციდია" - პოლიტიკოსის თქმით, მობეტონებული ზედაპირების და შენობების შედეგად ვიღებთ მოცემულობას, რომ იტბორება ქალაქის მნიშვნელოვანი უბნების და წვიმის დროს გზებზე მდინარეები მოედინება.

პირველ რიგში, ამ ყველაფერს იწვევს ის ურბანული გენოციდი, რომელიც 8 წელზე მეტია მიმდინარეობს კალაძის და "ქართული ოცნების" ხელით, სადაც 40 მილიონ კვ.მ-ზე მეტი მშენებლობის ნებართვები იქნა გაცემული, სადაც ქალაქში მნიშვნელოვანი ზედაპირები იქნა მობეტონებული. ამ მობეტონებული ზედაპირების და  შენობების შედეგად ვიღებთ მოცემულობას, სადაც იტბორება ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილები, ქუჩაში მოდის მდინარეები და შეუძლებელი ხდება ქალაქში გადაადგილება წვიმის დროს", - ამბობს საბა ბუაძე.

რთული ღამე იყო გუშინ თბილისის მოსახლეობისთვის - კოკისპირული წვიმის შედეგად, მოქალაქეებს სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ხალხი მთელი ღამე დახმარებას ითხოვდა. სამაშველო სამსახური გამოძახების გაზრდილი რაოდენობის გამო რიგ ადგილებზე ასვლას ვერ ახერხებდა, რის გამოც პლეხანოვზე, ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობამ გზაც კი გადაკეტა.

მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ წყალი კორპუსის საძირკველიდანაც კი შედიოდათ სარდაფებში.  ასევე წყალი შევიდა მეტროსადგურებში "რუსთაველი" და "ვაჟა ფშაველა".

კოკისპირული წვიმის შედეგად გზიდან ქვა-ღორღი ჩამოდიოდა, რის გამოც ავტომობილები მოძრაობას ვერ ახერხებდნენ.

განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო თმარაშვილის გამზირზე, სადაც მანქანები ფაქტობრივად წყალში დაცურავდნენ. 

მსგავსი სიახლეები