შაბათის საპროტესტო მარში - მოქალაქეები სოლიდარობას ემიგრანტებს უცხადებენ
„როცა სახელმწიფო ივანიშვილს ემსახურება, ქართველები ქვეყნიდან მიდიან“ - თბილისის ქუჩებში საპროტესტო შეძახილები ისმის .
დედაქალაქში "შაბათის მარშის" რიგით 35-ე მარში [რუსთაველის გადაკეტვის შემდეგ მეოთხე] მიმდინარეობს.
პროტესტის მონაწილეები ავლაბრიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით გადაადგილდებიან.
დღეს უწყვეტ წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეები სოლიდარობას და მხარდაჭერას ემიგრაციაში მცხოვრებ მოქალაქეებს უცხადებენ.
"ივანიშვილმა ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვა"- აცხადებენ მარშის მონაწილეები.
უცვლელია ტრადიციული შეკრების სხვა გზავნილებიც - აქციებზე დაკავებულების მხარდაჭერა.