ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საქმე აუცილებლად გახდება გამოძიების საგანი - თენგო თევზაძე

15.08.26 21:22
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საქმე აუცილებლად გახდება გამოძიების საგანი - თენგო თევზაძე

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის შეტანის საქმე აუცილებლად გახდება გამოძიების საგანი - ამის შესახებ  კოალიცია “ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა საუბარია ბენზინის მიწოდებაზე ოკუპირებული ტერიტორიაზე, ეს ჰუმანიტარული ნაბიჯი არ არის. 

ეს არ არის სამედიცინო დახმარება, რომელიც კონკრეტულ აფხაზს სჭირდება. ეს არ არის ელექტროენერგიით დახმარება, რომელიც კონკრეტულ ადამიანს შეიძლება სჭირდებოდეს. ბიძინა ივანიშვილი კრიმინალებთან ერთად, სეპარატისეტებთან და რუსებთან ერთად აკეთებს ფულს - ესენიც ამას აკეთებენ. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ე.წ. ხელისუფლება, რომელიც შეეკრა სეპარატისტებს, შეეკრა რუსეთს და საქართველო ერთის მხრივ აქციეს სანქციებისთვის თავის არიდების ყველაზე მთავარ ტერიტორიად, და მეორე - საქართველო აქციეს იმ ერთადერთ სახელმწიფოდ, სადაც გავრცელდა პირდაპირ რუსული მესიჯი - "გრუს" მიერ მოფიქრებული, რომელიც, ამბობს, რომ საქართველოში არის რუსოფობია"- თქვა მან. 

დადასტურებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ხიდის გავლით დამატებით ჯამში 400 ტონა ბენზინი შევიდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.  ფაქტი ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა.

მალევე გაირკვე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი „სოლიდუსმა“ შეიტანა 

2026 წლის  მთავრობამ 11 აგვისტოთ დათარიღებული ახალი განკარგულება გამოსცა, რითაც შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება - „18 ივლისიდან (2026 წლის) წარმოშობილ ურთიერთობებზე“.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი არველაძე ამბობს, მოთხოვნის არსებობის პირობებში, საწვავის მიწოდებას გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები