“ოცნების” ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება - რომან გოცირიძე

16.08.26 10:25
“ოცნების” ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება - რომან გოცირიძე

“ოცნების” ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება, - ამის შესახებ სოცილურ ქსელში რომან გოცირიძე წერს. მისი თქით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს საწვავის კრიზისის შემსუბუქებასა და აფხაზეთში ჩარჩენილი რუსი ტურისტების გაყვანაში ეხმარება.

გოცირიძე ასევე აღნიშნავს, საწვავის მიწოდების პროცესი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება, ხოლო მასში მონაწილე კომპანია „რეპსოლს“ შესაძლოა სანქციები და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში შესატანი ბენზინი სოჭში შევიდა და საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, ვითარება ამ ქალაქში კვლავ მძიმეა. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ტურისტები ვერ ბრუნდებიან სახლებში. ამის მიზეზი არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების უსაწვავოდ დარჩენაა, არამედ დიდი ავტობუსებიც გაჩერებაც. ამას დაემატა უკრაინის მიერ სჰაერო თავდასხნების გამო სოჩის აეროპორტის შეფერხებით მუშაობაც, რაც კიდევ უფრო ზრდის უკმაყოფილებას ტურისტებში. ადგილობრივი მოსახლეობაც პარალიზებულია. 
“ოცნების” ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება, ორ ფრონზე ბრძოლის სირთულეს უიოლებს და აფხაზეთში ჩარჩენილი რუსი ტურისტების გაყვანაში ეხმარება. აქედან ჩატანილი საწვავს აფხაზეთის ხელისუფლება ძალოვნებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა სტრუქტურების მომარაგებისთვისაც იყენებს. 
წუხელ ღამით ხელისუფლების მანქანების ესკორტით 35 ტონიანი საწვამზიდების ენგურის ხიდამდე მიცილება და მათი დაუყოვნებლივ გატარარება კიდევ ერთხეკ ააშკარავებს იმ ფაქტს რაც ისედაც აშკარა იყო-რუსეთს საქართველოს ხელისუფლრბას მაშველ რგოლად იყენებს. გარდა ამისა, ეს სპეცოპერაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევითაც. 
რაც შეეხება საწვავის მიწოდების ამ ჯაჭვში მთავარ მონაწილეს, კომპანია “რეპსოლს”, რომელიც ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელ “კონექტს”, ის ვერ გადაურჩება სანქციებს. მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც ელოდება. როგორც მთავრობის მიერ დანიშნული  შუამავალი ქართული შპს-ს მეპატრონემ განაცხადა, აფხაზეთიდან ხდება რუსული რუბლების ჩანთებით გადმოტანა, აქაურ ჯიხურებში ლარებში გადაცვლა და ნაღდი ფულის სახით რამდენიმე მილიონი ლარის გადაცემა “რეპსოლისათვის”. ეს აშკარა ფულის გათეთრება. არც აფხაზეთიდან შემოტანილი ფულის წარმოშობის წყარო არაა ცნობილი და არც 30 ათას ლარზე მეტი თანხის დეკლარირების ვალდებულებაა შესრულებული. გარდა ამისა, შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, რა რაოდენობის ფული შემოვიდა და რა ღირებულების საწვავი იქნა შეძენილი. აქ უკვე შემოსავლების დამალვის ფაქტებთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე. 
ხელისუფლების ამ ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა: ხომ არ შედიოდა აფხაზეთის ტერიტირიის გავლით რუსეთშუ სხვა სახის საქონელიც?
თავის დროზე ყველაფერი გაირკვევა-თავად ამ პროცესში მონაწილე ადამიანებისგან შევუტყობთ ამას. განა ერთმანეთის მხილებით არ არიან დაკავებულები “ ოცნების” მაღალჩინოსნები? კიდევ ბევრჯერ მოუწევთ, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ახალი პარტია შეიტანეს - ინფორმაცია და კადრები მაია კალანდიამ და მარიამ სიჭინავამ გაავრცელეს.

კადრების თანახმად, ენგურის ხიდი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ სამმა საწვავმზიდმა გადაკვეთა.

აქტივისტი წერს, რომ ისინი ხიდთან მდებარე ქართულმა საგუშაგომ უპრობლემოდ გაატარა.

 

მსგავსი სიახლეები