საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის წერილის მოლოდინში - ადვოკატი ექს-პრემიერთან ციხეში დღის მეორე ნახევარში შევა

18.08.26 11:22
საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის წერილის მოლოდინში - ადვოკატი ექს-პრემიერთან ციხეში დღის მეორე ნახევარში შევა

 

 

რა აქვს მოსაყოლი ირაკლი ღარიბაშვილს - ტერორზე და შანტაჟზე ღიად ალაპარაკების შემდეგ, დღეს საზოგადოება ახალ მამხილებელ წერილს ელოდება.

როგორც ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა "პირველებს" განუცხადა, ის რუსთავის ციხეში დღის მეორე ნახევარში შევა , თუმცა უფლებადამცველი ფიქრობს, რომ არ იქნება ის ადამიანი, ვინც წერილს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოიტანს.

შაყულაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სხვა ადვოკატებიც ჰყავს და შეიძლება მათ გამოიტანონ დაანონსებული წერილი ციხიდან.

დღის მეორე ნახევარში შევალ ალბათ. არამგონია, რომ მე გამოვიტანო (წერილი). სხვა ადვოკატებიც არიან, შეიძლება მათ. რომელ საათზე იქნება და როგორ იქნება, ეგ არ ვიცი. შეიძლება ჩემს დროს შევიდნენ, შეიძლება ჩემამდე შევიდნენ. (წერილის და პოსტის გამოქვეყნების შემდეგ) როგორ მექნებოდა კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან. ციხე იკეტება საღამოს 18:00 საათზე და ჯერ დილაა. სატელეფონო არ ხდება ეგრე, შეიძლება ოჯახის წევრთანდ არეკოს, როგორც გაწერილია კანონში", - აცხადებს მიხეილ შაყულაშვილი. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. 

ასევე ნახეთ:

 

მსგავსი სიახლეები