ფაქტია, რომ ძალიან დიდი უბედურებით დაემუქრა (ივანიშვილი ღარიბაშვილს) - თაზო დათუნაშვილი

18.08.26 12:10
ფაქტია, რომ ძალიან დიდი უბედურებით დაემუქრა (ივანიშვილი ღარიბაშვილს) - თაზო დათუნაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, "ლელო- ძლიერ საქართველოში" ფირრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი "ძალიან დიდი უბედურებით დაემუქრა" დაპატიმრებულ ექს-პრემიერს.

როგორც თაზო დათუნაშვილი ამბობს, მაშინ როცა ღარიბაშვილის მსგავსი "ყურმოჭრილი მონაც" კი ალაპარაკდა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან საშიშ რამესთან გვაქვს საქმე. 

ეს არის ერთი პოლიტიკურად შეშლილი ადამიანის სასტიკი ანგარიშსწორება (ირაკლი ღარიბაშვილზე) - ამბობს დათუნაშვილი.

ღარიბაშვილის წერილიდა განცხადება პირველ რიგშია ადასტურებს იმას, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული და ის ბევრი დანაშაული, რომლის ავტორიც ის არის, მათ შორის ის დანაშაული, რომელმაც ორი ხნიერი ადამიანი ციხეში  ჩასვა აბსოლუტურად უდანაშაულოდ, ეს არ არის ის დანაშაულებები, რომლის გამოც ღარიბაშვილი სასჯელს იხდის, არამედ, ის პოლიტიკური ნიშნით არის დევნილი და პოლიტიკური მიზნებით ზის ციხეში. 

დიდი სასოწარკვეთა და დიდი სისუსტე სუფევს "ქართულ ოცნებაში". როცა ღარიბაშვილის მსგავს ფიგურას ივანიშვილი მიიჩნევს პოლიტიკურ საფრთხედ, ძაან მძიმედ უნდა ჰქონდეს საქმე, როგორც პირადად და ფსიქოლოგიურად, ისე ზოგადად მის პარტიაში. აქ ფაქტია, რომ ძალიან დიდი უბედურებით დაემუქრა. აქ ფაქტია, რომ ძალიან დიდ შოკში ჩააგდო, რომ ღარიბაშვილის მსგავსი ყურმოჭრილი მონაც კი წყობიდან გამოვიდა და ძალიან შეეშინდა. აქ ხომ ჩვენ უდიდეს შიშს ვხედავთ. ეს შიში არ არის უბრალოდ ციხეში ჩაჯდომის შიში. ეს კაცი ციხეში უკვე ზის. კაცი ამბობს, რომ აქ არის შიში ოჯახის წევრების უსაფრთხოების და აკისრებს პასუხისმგებლობას ივანიშვილს. ეს ბევრად უფრო სახიფათო და მძიმე მოვლენა არის. ეს არის ერთი პოლიტიკურად შეშლილი ადამიანის რაღაცა სასტიკი ანგარიშსწორება", - ამბობს თაზო დათუნაშვილი. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. 

ასევე ნახეთ:

 

მსგავსი სიახლეები