კობახიძე "არასერიოზულს" უწოდებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შესული საწვავით შეიძლება, რუსეთის მარაგდებოდეს

18.08.26 13:23
კობახიძე "არასერიოზულს" უწოდებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შესული საწვავით შეიძლება, რუსეთის მარაგდებოდეს

არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

პრემიერის მტკიცებით, საწვავი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შედის, ფიზიკურად არ ეყოფა რუსეთში საწვავების მარაგების შესავსებად. მისი თქმით, აბსურდულია ისიც, რომ აღნიშნული საწვავი რუსულ სამხედრო ბაზებს ხმარდება. 

ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, ისტერიული კამპანია იყო, ზოგადად, იმიტომ, რომ მათ, ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ ნდობის აღდგენის პროცესი. რაც შეეხება რუსეთის მომარაგებას, რუსეთის მოხმარება რაც არის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამის 0.001 %-ია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში. აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში, ეს ერთი. მერე საუბარი იყო ბაზების მომარაგებაზე, ბაზები ჰგონიათ რომ ბორბლებზე დგას და აქეთ-იქით მოძრაობს, სრული აბსურდია ლაპარაკი იმაზე, რომ სამხედრო ბაზები იყო მომარაგებული ამ საწვავით. ნებისმიერ ბაზას თავისი საწვავის მარაგი აქვს და  ეს საწვავი მოიხმარება ძალიან იშვიათად, იმიტომ, რომ ბაზა არი სტატიკური ობიექტი. 

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ახალი პარტია შეიტანეს - ინფორმაცია და კადრები მაია კალანდიამ და მარიამ სიჭინავამ გაავრცელეს.

კადრების თანახმად, ენგურის ხიდი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ სამმა საწვავმზიდმა გადაკვეთა.

აქტივისტი წერს, რომ ისინი ხიდთან მდებარე ქართულმა საგუშაგომ უპრობლემოდ გაატარა.

ამასთან, კომპანია, "ქონექთმა" რომლის საწვავიც ოკუპირებულ აფხაზეთში გადის, გუშნ პირველი განმარტება გააკეთა.

განცხადების მიხედვით, მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას.

"ქონექთში" ამბნენ, რომ ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, მათთქნ არ თანხმდება და სცდება ქონექთიწ პასუხისმგებლობის ფარგლებს. 

ორი დღის შემდეგ "ქონექთმა" დააზუსტა, რომ საწვავის მიწოდება "სოლიდუსისთვის" ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა, თუმცა და დამატებით მიწოდებას აღნიშნულ შპს-ზე არ იგეგმება. 

 

მსგავსი სიახლეები