მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

19.08.26 15:40
მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

„პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, რომ ჩემი სიტუაციიდან სწორი არ იქნება შეტევაზე გადასვლა“ - ასე პასუხობს მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს.

"ოცნების" ლიდერის თქმით, იმის გამო, რომ კორუფციას ასე "უკომპრომისოდ დაუპირისპირდნენ", მსგავსი და უარესი ბრალდებებისთვისაც "მზად არიან“. 

მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ.

როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე და უსაფუძვლო განცხადებებს, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მის მიზნობრიობაზე, მე შევეცდები, რომ დღეს არ ვისაუბრო. სერიოზულადაც არ შეიძლება ასეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო“,- განაცხადა მდინარაძემ.

პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. 

მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.

"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

 

მსგავსი სიახლეები