სააკაშვილი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება
"ღარიბაშვილმა ჩაისვარა და საერთოდ ყველა ქოცი არის ბუნებით ლაჩარი და არავისგან გაბედულ ნაბიჯს არ უნდა ველოდეთ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერილს აქვყენებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ-მისნიტრი "თვითონ არის თანამონაწილე და შემსრულებელი თითქმის ყველა დანაშაულის". დაკავებული მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "კახეთში, 8 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობა ღარიბაშვილმა და თამაზაშვილმა დააორგანიზეს".
როგორც გუშინ დილასვე ვიწინასწარმეტყველე, ღარიბაშვილმა ჩაისვარა და საერთოდ ყველა ქოცი არის ბუნებით ლაჩარი და არავისგან გაბედულ ნაბიჯს არ უნდა ველოდეთ.
ისე კი მიკვირს იმ მოლაპარაკე თავების, რომლებიც ეკრანიდან მოუწოდებენ ბოროტ არარაობა ღარიბაშვილს - ე ბიჭო გამოდი და წვრილად მოყევი ივანიშვილის დანაშაულებზეო.
არადა თვითონ არის თანამონაწილე და შემსრულებელი თითქმის ყველა დანაშაულის. ღარიბაშვილმა და თამაზაშვილმა დააორგანიზეს კახეთში 8 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობა, ღარიბაშვილის დროს სათითაოდ დახოცეს კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე ჩვენი გმირი სპეცრაზმელები.
მისი პრემიერობის დროს მოედო საქართველოს ქოლცენტრები და მოკლეს თამარ ბაჩალეიშვილი, და მკვლელებს ხელი დააფარეს მისი პრემიერობის დროს სცადეს ჩემი მკვლელობა ციხეში და მოხდა ბევრი სხვა დანაშაული და ახლა იმას ელით რომ გამოვა და საკუთარი პირით აღიარებს არამხოლოდ პატრონის, არამედ ავტომატურად მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და ამით ყელს გამოიჭრის საკუთარი ხელით?
რა თქმა უნდა, ჩვენ სულაც არ გვწყინს მათი ერთმანეთზე დარევა, მაგრამ თუ მართლა გვინდა ქვეყნის გადარჩენა ჩვენ თვითონ გვმართებს ხელის განძრევა თუ არა და საბოლოოდ გადავიქცევით სეირის მაყურებელ ბრბოდ, რომელიც ხან შიდა ჩამოშლას ელოდა, ხან უკრაინის გამარჯვებას და რომელმაც ამასობაში ყველაფერი დაკარგა საკუთარი პასიურობის გამო," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, გავრცელებულ განცხადებაში პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.
"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: