სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

19.08.26 21:28
სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

"არ ვიცი უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემები არსებობს" - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook live-ში, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს, "ქართული ოცნება" ქათამს შეადარა, რომელსაც თავი მოაჭრეს - "ხან იქით ეჯახება, ხან აქეთ ეჯახება და უკვე მიმართულება თვითონ აღარ გააჩნია". 

ყველაფერს ვხედავ - ქაოსი, კრიზისი, ერთმანეთის მიმართ სრული უნდობლობა, რაზედაც დიდი ხანია ვსაუბრობთ, ანგარიშსწორება ერთის მხრივ, ალბათ კიდევ პოლიტიკური თამაშები, რომ აქედან გამოძვრნენ, არ ვიცი უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემები არსებობს ამ ყველაფრის უკან, მაგრამ ერთი და მთავარი, ჩვენ ამ ყველაფერში ვერ გავერკვევით იმიტომ, რომ ეს ხდება ფარდის უკან და ეს არის მათი თამაშები, მაგრამ, რაც ნათელია არის ის, რომ ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას არ ჰგავს, არის სრულიად ღრმა კრიზისში და როგორც ქათამი, რომელსაც თავი მოაძრეს, ხან იქით ეჯახება, ხან აქეთ ეჯახება და უკვე მიმართულება თვითონ აღარ გააჩნია. მათ თუ არ გააჩნიათ მიმართულება, სამწუხაროდ, რუსეთს აქვს თავისი მიმართულება და აგრძელებს და მისი ჰიბრიდული სტრატეგია ამ ფონზე უფრო ადვილად ძლიერდება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, გავრცელებულ განცხადებაში პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. 

მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.

"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

მსგავსი სიახლეები