"ღარიბაშვილი არ არის მსხვერპლი... თუ რამე ხდება, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება" - ირაკლი შაიშმელაშვილი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და "შიდა კლანური დაპირისპირებაზე" საუბრობს.
შაიშმელაშვილის თქმით, ადგილი აქვს ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის "ფლანგს" შორის დაპირისპირებას, ამ ყველაფერს კი ივანიშვილი მართავს.
ყოფილი ძალოვანის შეფასებით, ღარიბაშვილი არ არის მსხვერპლი, რადგან ის "უშუალოდ მონაწილეობდა იმ ავტოკრატიული მოდელის შექმნაში, რომელშიც დღეს საქართველო ცხოვრობს".
რაც შეეხება ღარიბაშვილის ირგვლივ ატეხილ ამ ხმაურს და აი ამ განცხადებებს, ეს რამდენიმე საკითხად შეიძლება რომ ჩვენ გავყოთ: პირველი, ღარიბაშვილი არ არის მსხვერპლი - ეს არის პიროვნება, რომელიც ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, უშუალოდ მონაწილეობდა იმ ავტოკრატიული მოდელის შექმნაში, რომელშიც დღეს საქართველო ცხოვრობს და ის უწყობდა ხელს ბიძინა ივანიშვილს შეექმნა ესეთი მოდელი და მეორე, თუ რამე ხდება, მერწმუნეთ, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება ღარიბაშვილის კლანსა და კობახიძის კლანს შორის.
აი ეს არის საინტერესო, არანაირი ივანიშვილის გვერდის ავლით. დიდ სურათში რომ შევხედოთ, ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი, სადაც ივანიშვილი არის რეჟისორი, დანარჩენი ეს ფიგურები არიან მონაწილეები და სხვადასხვა როლი აქვთ მორგებული.
შიდა კლანური დაპირისპირებაა იმიტომ, რომ ღარიბაშვილი წლების განმავლობაში მართავდა ხელისუფლებას და ღარიბაშვილის ქოლგის ქვეშ ის უზარმაზარი კლანი, რომელიც საქართველოში შეიქმნა და არსებობდა, ამ ხალხს მოაკლდა ფინანსური რესურსი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან იღებდნენ და შესაბამისად დაიწყო, მათ შორის მდინარაძის დანიშვნა რეგიონული განვითარების მინისტრად, თუ რაც ჰქვია მაგ სამინისტროს, ესეც არ არის დროებით იმიტომ, რომ ყველაზე დიდი კორუფციული სქემები და ყველაზე დიდი გარღვევა არის რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, მერიებში და გამგეობებში, შესაბამისად აქ ვერ იტყვის კობახიძე, რომ რეგიონებში მისი ხალხი არის და მისი კლანის მმართველობა აკონტროლებს მთლიანად ამ ვერტიკალს, იქ არიან ღარიბაშვილის წევრებიც, ლილუაშვილის. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება, ოღონდ ამ ყველაფერს მართავს ივანიშვილი," - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
ყოფილი ძალოვანი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ივანიშვილთან დაპირისპირება არ შეუძლია. მეტიც, შაიშმელაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილმა დღესვე რომ მისწეროს ყოფილ პრემიერს წერილი ციხეში, ღარიბაშვილის სიტყვა-სტყვით შეასრულებს მის ნათქვამს.
არ არის ღარიბაშვილი იმ დონის პიროვნება, რომ ივანიშვილს დაუპირისპირდეს. ივანიშვილი რასაც ეტყვის, ხვალ რომ ივანიშვილმა შეუთვალოს და მისწეროს წერილი, რომ ზუსტად სიტყვა-სიტყვით ეს გაიმეორე, ზუსტად იგივეს გააკეთებს. ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის ის ბინძური ქმედებები, რაშიც ივანიშვილი არის ჩართული და ივანიშვილი უშუალოდ რა დავალებებს აძლევდა მას, ხელისუფლებას, როგორ მიჰყავდა რუსეთის იმპერიალიზმის ნაწილისკენ საქართველო, განსაკუთრებით 2022 წლიდან, როგორ შეიქმნა შავი ხვრელი საქართველოში, როგორც ე.წ. სანქციების არიდების ჰაბად და ა.შ. მათ შორის "ქოლ-ცენტრებზე", მათ შორის რუსულ გავლენებზე, უამრავ თემაზე აქვს ინფორმაცია. ღარიბაშვილს შეუძლია, მაგრამ კითხვა ისმევა - გააკეთებს ღარიბაშვილი ამას, თუ არ გააკეთებს? მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებს, იმიტომ, რომ მას როგორც პიროვნულად, ამისი უნარი არ შესწევს".- ამბობს შაიშმელაშვილი.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ "ღარიბაშვილს შეუძლია [ააყირავოს ციხიდან ივანიშვილი], მაგრამ კითხვა ისმევა გააკეთებს, თუ არა, მე მგონია, რომ არ გააკეთებს ამას იმიტომ, რომ მას პიროვნულად ამის უნარი არ შესწევს".
ცნობისთვის, გავრცელებულ განცხადებაში პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.
"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: