"ივანიშვილის სისუსტის ერთ-ერთი სიმპტომია ის, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ" - სალომე სამადაშვილი
"ბიძინა ივანიშვილის სისუსტის ერთ-ერთი სიმპტომია ის, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე მოვლენები დამაიმედებელია, მიუხედავად იმისა, "რას გაბედავს ირაკლი ღარიბაშვილი".
გულწრფელად რომ გითხრათ, მე ეს ყველაფერი მაგონებს უკანასკნელ წლებს სააკაშვილის მმართველობის, როდესაც იქაც ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ ძალაუფლებისთვის და მათ შორის, ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი ზეგავლენა იქონია შემდგომ პროცესებზე ამ შიდა დაპირისპირებამაც, რომელიც არსებობდა მაშინ ხელისუფლების უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით. მე ვფიქრობ, რომ ანალოგიური პროცესები მიდის დღეს "ქართული ოცნების" წიაღშიც და ბიძინა ივანიშვილის სისუსტის ერთ-ერთი სიმპტომია ის, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, რაც, რა თქმა უნდა, არის დამაიმედებელი ყველასთვის მიუხედავად იმისა, რას გაბედავს და არ გაბედავს ღარიბაშვილი, მე არ მაქვს ძაან დიდი მოლოდინები," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებულ განცხადებაში პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.
"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: