"მისი აზრით, ყველაზე სუსტი რგოლი, მამუკა მდინარაძე მოძებნა ადრესატად" - თენგო თევზაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

19.08.26 22:07
"მისი აზრით, ყველაზე სუსტი რგოლი, მამუკა მდინარაძე მოძებნა ადრესატად" - თენგო თევზაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"მისი აზრით, ყველაზე სუსტი რგოლი, მამუკა მდინარაძე მოძებნა ადრესატად" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამორიცხავს, რომ მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე "ვერაფერს გაბედავდა". 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის, რადგან "აღიარა, რომ გარიგებით ჩაჯდა ციხეში". 

საზოგადოების რაღაც ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ის რაღაცას საჯაროდ იტყოდა, გასცემდა იმ საიდუმლოებებს, რაც შეიძლება მას აქვს, ან წყაროები, ან ინფორმაცია, ან უშუალოდ მონაწილე იყო და ა.შ., მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ მეორე დღეს არა მხოლოდ ირაკლი კობახიძე, ან ბიძინა ივანიშვილი, საერთოდ ადგა და მისი აზრით, ყველაზე სუსტი რგოლი, მამუკა მდინარაძე მოძებნა ადრესატად. ჩვენ ხომ მშვენივრად ვიცით, რომ ვინ-ვინ და მამუკა მდინარაძე კობახიძის და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერაფერს ვერ გაბედავდა, რომ თუნდაც რაიმე შეეთვალა ირაკლი ღარიბაშვილისთვის. გამოვრიცხავ, რომ მინიმუმ ირაკლი კობახიძის გარეშე გაებედა ეს, გამორიცხულია ყველა შემთხვევაში.

ერთი კვირის წინ, რომ გეკითხათ არის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტპატიმარი, გეტყოდით, რომ არის... შეიცვალა იმიტომ, რომ ირაკლი  ღარიბაშვილმა ამ წერილში აღიარა ის, რაც არასდროს არ უნდა ეღიარებინა, აღიარა ის, რომ გარიგებით ჩაჯდა ციხეში..." - განაცხადა თენგო თევზაძემ. 

ცნობისთვის, გავრცელებულ განცხადებაში პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. 

მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.

"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

მსგავსი სიახლეები