"ოცნების" დეპუტატი: ღარიბაშვილი საკუთარ თავს იზიანებს - გონიერება გამოიჩინოს
"ოცნების" დეპუტატი, გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოქვეყნებული წერილების სერიით საკუთარ თავს იზიანებს.
"გონიერება გამოიჩინოს" - ამბობს გიორგი გაბუნია.
"ოცნების" წევრი ყოფილ პრემიერს ურჩევს, "ისედაც დაზიანებული რეპუტაცია კიდევ უფრო მეტად არ დაიზიანოს".
ვინ უნდა დაემუქროს და რატომ უნდა დაემუქროს? თუ რეალურად განხორციელდა რაიმე სახის უკანონო ქმედება, რა თქმა უნდა, ეს სამართალდამცავი უწყებების გამოძიების საკითხია, მაგრამ ამ მოცემულობით, მას აქვს განსაზღვრული კონკრეტული სასჯელი, ის არის მსჯავრდებული მძიმე დანაშაულთან მიმართებით და შესაბამისად, ამ საკითხში, კითხვები არ არსებობს და რატომ, იმიტომ, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და თუ კონკრეტულ შანტაჟზე, მუქარაზე და რაიმე სახის უკანონო ქმედებაზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გამოძიების საკითხი. ამიტომ, რეალურად, ჩვენ აქ გვაქვს საუბარი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებთან და იმ დამაზიანებელ განცხადებებთან, რითაც ის საკუთარ თავს იზიანებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეტი გონიერება გამოიჩინოს ასეთი განცხადებების დროს და მნიშვნელოვანია, რომ ის ზიანი, რაც მიადგა მას და მის რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად არ დაიზიანოს", - ამბობს გიორგი გაბუნია.
ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ციხიდან ახალ წერილი გაავრცელა, რომელშცი წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან.
ყოფილი პრემიერის თქმით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და "ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს".
ამასთან, ექს პრემიერი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.“
ასევე ნახეთ: