“ოცნება“ მტრებად მოიხსენიებს ნამდვილ მეგობრებს, მტრებთან კი კოლაბორაციაში არიან - გიორგი შარაშიძე
“ოცნება“ მტრებად მოიხსენიებს ნამდვილ მეგობრებს, ხოლო ვინც მართლა მტრები არიან, ანუ რუსეთი, მათთან პირდაპირ კოლაბორაციაში იმყოფებიან, - ასე აფასებს “გახარაის საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების მიამრთ “ოცნების“ მუდმივ კრიტიკას.
გიორგი შარაშიძე მიიჩნევს, რომ “ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, “რომ იზოლაციაში მოახვედროს საქართველო“
სინამდვილეში “ოცნება“ მათ უწოდებს მტერს, რომლებიც სინამდვილეში საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, მტრებად მოიხსენიებს, ხოლო ვინც მართლა მტრები არიან, ანუ რუსეთი, მათთან პირდაპირ კოლაბორაციაში იმყოფებიან, და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იზოლაციაში მოახვედრონ საქართველო, - ამბობ გიორგი შარაშიძე.
- გაეროს უშიშროების საბჭომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება დახურულ ფორმატში („სხვადასხვა საკითხების“ პუნქტით) განიხილა. სხდომა საბჭოს ევროპელი წევრების - დანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ლატვიისა და გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით გაიმართა.
- შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა.