გუშინ ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს - ექს-პრემიერის ადვოკატი

22.08.26 11:38
გუშინ ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს - ექს-პრემიერის ადვოკატი

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექს-პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ავრცელებს.  

საუბარია ღარიბაშვილის ცოლის დის, ნათია თამაზაშვილის მეუღლე ლევან სანამაშვილზე.

ლილი გელაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ ნათია ტამაზაშვილი ექს-პრემიერის უფლებებს იცავს.

"ვინ იქნება შემდეგი?"- წერს ადვოკატი გავრცელებლ პოსტში. 

გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე- ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან!!!
მიზეზი- გასაგებია.
ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს.
ვინ იქნება შემდეგი?"- წერს ლილიკო გელაშვილი. 

ცნობისთვის, ნათია თამაზაშვილი ბოლო რამდენიმე დღეა რუსთავის ციხეში ყოფილ პრემიერთან ადვოკატის სტატუსით შედის. 

მსგავსი სიახლეები