ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფების 2 კლანს შორის დაპირისპირებაში ღარიბაშვილები და თამაზაშვილები დამარცხდნენ - თინა ხიდაშელი
“სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილები და თამაზაშვილები ივანიშვილის გუნდის შიგნით ფლანგებს შორის მიმდინარე ომში დამარცხდნენ.
ხიდაშელის თქმით, ღარიბაშვილის სამართლიანი სასამართლოს წინაშე უნდა წარმსგარიყო და სწორედ სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა დაედგინა მის მიერ ჩადენილი დანაშაულები.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფების ორ კლანს შორის დაპირისპირება, სადაც ღარიბაშვილები და თამაზაშვილები დამარცხდნენ. სამწუხარო ის არის, რომ ადამიანები, რომლებცი ჩემი აზრით ნამდვილად იმსახურებდნენ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგომას და შემდეგ, სამართლიან სასამართლოს უნდა განესაზღვრა და დაედგინა, სინამდვილეში დანაშაულთან გვქონდა თუ არა საქმე, რა სახის დანაშაულთან გვქონდა საქმე, რა ტიპის სასჯელი უნდა დამდგარიყო, ეს შესაძლებლობას საზოგადოებას პრაქტიკულად მოესპო", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ ციხიდან კიდეც ახალ წერილი გაავრცელა, რომელშის წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან.
ყოფილი პრემიერის თქმით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და "ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს".
ამასთან, ექს პრემიერი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.“
ასევე ნახეთ: