ღარიბაშვილის წერილები და სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი - რას ამბობს იურისტი

23.08.26 16:43
ღარიბაშვილის წერილები და სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი - რას ამბობს იურისტი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული ბოლო წერილები იურისტებისთვის იმის დასტურია, თუ როგორ ხდება სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი თამთა კახიძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებებიდან იკვეთება უმძიმესი სურათი - ადამიანის ციხეში გაშვების საკითხს შესაძლოა არა სასამართლო, პროკურატურა და საქმეში არსებული მტკიცებულებები, არამედ კონკრეტული პირების პოლიტიკური გადაწყვეტილება განსაზღვრავდეს.

კახიძე განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევს იმას, რომ ამაზე თავად ორგზის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუბრობს - ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას საჯაროდ იცავდა სასამართლო სისტემას, მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე საუბრობდა და მათი კეთილსინდისიერების საერთაშორისო მექანიზმებით გადამოწმებასაც ეწინააღმდეგებოდა.

მისთვის ნორმალური და გასაგებია ის, რომ, ვთქვათ, კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი წყვეტს, ის წავა თუ არა ციხეში და არა სასამართლო, არა პროკურატურა და არა მტკიცებულებები და ეს არის უმძიმესი სურატი, განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ორჯერ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მათ შორის, როცა ბოლოს იყოს პრემიერ-მინისტრი, მე მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც, მაგალითად, კლანის ლიდერები დაასანქცირა აშშ-მა კორუფციაში ჩართულობის საფუძვლით, ირაკლი ღარიბაშვილი იყო უზენაეს სასამართლოში მისული და მხარდაჭერა გამოუცხადა სასამართლო სისტემას და ის საუბრობდა იმაზე, რომ ის ამაყობს თითოეული მოსამართლით, ამაყობს იმით, რომ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი სასამართლო.როდესაც ევროკავშირმა რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოს უნდა შეემოწმებინა იმ მოსამართლეების კეთილსინდისიერება, რომლებიც ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია იყო, რომ ეს იყო ჩარევა უცხო ქვეყნის და ჩვენი სასამართლო სისტემა იყო იმდენად დამოუკიდებელი, რომ ჩვენი მოსამართლეები კეთილსინდისიერების გადამოწმებას არ საჭიროებდნენ და ჩვენ შედეგად მივიღეთ ის, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი გახდა შემდეგ ამ უსამართლო მართლმსაჯულების მსხვერპლი, იმიტომ, რომ ბუნებრივია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს ადამიანი, რა ბრალი მიუძღვის ამ სისტემის შექმნასთან, ადამიანი იმსახურებს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და ყველა ადამიანი იმსახურებს, რომ მტკიცებულებების საფუძველზე მოხვდეს ციხეში და არა კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილების გამო, - ამბობს თამთა კახიძე. 

 

მსგავსი სიახლეები