"შეთანხმებით მოხდა" - ბურჭულაძის ადვოკატი ღარიბაშვილზე ჩვენების მიცემაზე

24.08.26 13:10
"შეთანხმებით მოხდა" - ბურჭულაძის ადვოკატი ღარიბაშვილზე ჩვენების მიცემაზე

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, ხათუნა ხურცილავა ირწმუნება, რომ მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექს-პრემიერის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია, თუმცა "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ ამბობს, რომ "შეთანხმების გარეშე არაფერი არ მომხდარა".

თუ ვის შეუთანხდა ბურჭულაძე ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე - პროკურატურას, თუ თავად ღარიბაშვილს ? - ამ კითხვაზე უფლებადამცველი არ პასუხობს.

ხათუნა ხურცილავა აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში გაკეთდება განცხადება (სავარაუდოდ პროცესზე თავად ბურჭულაძე გააკეთებს) და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. 

ჯუანშერის ჩვენებას არ ვესწრებოდი. განცხადებას იმ კვირაში გავაკეთებთ. დიახ პროცესზე გავაკეთებთ, არ არის ჯერ ჩანიშნული, ორ დღეში გვეტყვიან ზუსტად. არავის არ მიუცია ჩვენება (ღარიბაშვილის წინააღმდეგ). შეთანხმების გარეშე არაფერი არ მომხდარა. (კითხვა - ვისთან შეთანხმების?) არ აქვს მნიშვნელობა, არ გიპასუხებთ. ამ ეტაპზე  პასუხებსიგან თავს შევიკავებ, რამდენიმე დღე და გაგცემთ პასუხს. არაფერი არ არის დასამალი, არავის წინააღმდეგ არ არის ჩვენება მიცემული, რომ იცოდეთ. ეს გააჟღერა კი (პროკურატურამ) მაგრამ არავის არავის ნებართვის და შეთანხმების გარეშე ჩვენება არ მიუცია.  იმ კვირაში გეტყვით. არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ, რომ საპროცესოსთან დაკავშირებით რაიმე სიახლეა". - აცხადებს ადვოკატი. 

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.

პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები