თქვენ მორალური ომი უკვე მოიგეთ! - ზურაბიშვილი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ზურაბიშვილი უკრაინელ სამხედროებსა და მოქალაქეებს თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო მადლობას უხდის და აცხადებს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინამ „მორალური ომი უკვე მოიგო“.
„ჩემი და საქართველოს მილოცვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! მადლობას ვუხდით თქვენს მამაც ხალხსა და მეომრებს ჩვენთვის ბრძოლისთვის და ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის. თქვენ მორალური ომი უკვე მოიგეთ!“ - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს.
მსგავსი სიახლეები
„ყველაფერი, რასაც "ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა, თავად დაუდასტურდა" - ფავლენიშვილი
მისი თქმით, ყოფილი პრემიერის, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებისა და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეებმა, მისი შეფასებით, „ივანიშვილის რეჟიმის ბინძური პროპაგანდა საბოლოოდ ამხილა".