საქართველო გაეროში უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდა - რას ამბობენ ექსპერტები

25.08.26 12:12
საქართველო გაეროში უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდა - რას ამბობენ ექსპერტები

საქართველო იმ 50 ქვეყანას შეუერთდა, რომლებმაც გაეროში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტისკენ მოუწოდეს. საქართველოს მიერ მხარდაჭერილ განცხადებაში ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ.

რუსეთმა, უბრალოდ, უნდა მიიღოს უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტა, რასაც უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება წელიწადზე მეტია ითხოვს. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. კატეგორიულად მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს სწორ, დაიყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს და განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის შესაბამისად.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესმტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. გაეროს წესდების შესაბამისად, სამართლიან და მდგრად მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, - განაცხადადანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკემ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვით მიულოცა, თბილისის ანძა კი უკრაინის დროშის ფერებში განათდა.  

ექსპერტები, რომლებიც სახელისუფლებო პარტიის რიტორიკას წლების განმავლობაში აკვირდებიან, ამბობენ, რომ წელს "ქართული ოცნების" ტონი საგრძნობლად შერბილებულია. 

"თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი ფიქრობს, რომ "ოცნების" სურვილი, უკრაინასთან ურთიერთობი დაალაგოს, ომში მისმა უპირატესობამ განაპირობა. 

ჩანს, რომ "ოცნებას" განზრახული აქვს, უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება, თუმცა ამის კეთება უწევს იმ აღებული კურსის ფონზე, რომელსაც მარტივად ვერ შეცვლის. ამიტომ ამ ორ ცეცხლს შუა არიან ახლა. რაც შეეხება რატომ სურთ უკრაინასთან ურთიერთობის დალაგება, მე მგონია, რომ ამას აკეთებენ იმ გათვლით, რომ უკრაინასთან ურთიერთობების დალაგების შემთხვევაში, ეს ავტომატურად გააუმჯობესებს ურთიერთობებს დასავლეთთან. ისინი იაზრებენ, რომ უკრაინა არ მარცხდება ამ ომში და შესაბამისად, ხვდებიან, რომ შესაცვლელია ის პოლიტიკა, რომელიც ეფუძნებოდა იმას, რომ კიევი დაეცემოდა რამდენიმე დღეში, - ამბობს უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი შაიშმელაშვილი.

"ქართული ოცნების" ამგვარ ტრანსფორმაციას "ტაქტიკას" უწოდებს ექსპერტი თეონა აქუბარდიაც. 

რა თქმა უნდა, არის ტრანსფორმაცია და გარღევა, მითუფრო იმ ფონზე, როდესაც 2024 წელს მას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, 2025-ში ჰქონდა მხოლოდ პლატროფმა X-ზე და უკრაინის ფერებშ განათებული ანძაც ამის მანიშნებელია, თუმცა ირაკლი კობახიძეს არ უხსენებია თავის ვიდეომილოცვაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, მათ შორის საქართელოს 20%-ის. მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" ეს შეცვლილი რიტორიკა, ისევე, როგორც ტერმინი უკრაინიზაციის გაქრობა, განპირობებულია უკრაინის წინსვლით რუსეთის წინააღმდეგ ომში და ეს აქრის "ქართული ოცნების" ტაქტიკური ნაბიჯი და არა სტრატეგიული პარტნიორობით ნაკარნახევი სულისკვეთება, რომელიც, წესით, აქამდეც უნდა ყოფილიყო, - ამბობს თეონა აქუბარდია.  

მსგავსი სიახლეები