"პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა

25.08.26 13:01
"პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა

ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრება - "პირველების" ინფორმაციით, ექს-პრემიერმა სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა/არადა პოლიტიკურ წრეებში არსებობდა მოლოდინი, რომ წერილების შემდეგ, დაკავებული ექს-მაღალჩინოსანი განსასჯელის სკამიდან ალაპარაკდებოდა. 

ღარიბაშვილმა გუშინ ციხიდან სამართლებრივი ბრძოლა დააანონსა, თუმცა მიიღებს თუ არა ყოფილი პრემიერი სასამართლო პროცესებში მონაწილეობას, ამ კითხვაზე დღეს მედიას ადვოკატმა მიხეი, შაყულაშვილმა არ უპასუხა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე სხდომა წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს - საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი იხილავს.

  • ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. 

პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.

გამოძიების თანახმად, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.

ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია. 

მსგავსი სიახლეები