რატომ გადმოიტანეს ივანიშვილებმა ბიზნესები ოფშორიდან საქართველოში? - ოჯახის წარმომადგენელი კითხვას არ პასუხობს
რაში დასჭირდათ ივანიშვილებს ოფშორებიდან ბიზნესების საქართველოში გადმოტანა? - ეს კითხვა „პირველებმა“ ეკა ხვედელიძის კანონიერ წარმომადგენელს დაუსვა. გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, ივანიშვილის მეუღლის ნაცვლად კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტებს „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აწერს ხელს. ჟურნალისტის კითხვას კი ნატო ხაინდრავამ კითხვითვე უპასუხა:
თქვენ უნდა შეგითანხმოთ რა უნდა გააკეთოს ქალბატონმა ეკამ?
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული თანაინვესტირების ფონდის რამდენიმე მსხვილი ბიზნესი ოფშორიდან საქართველოში გადმოარეგისტრირეს და ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა. მათ შორისაა „მტკვარი ჰოლდინგი“, „აქსის თაუერსი“ და „გალერია ჰოლდინგი“. კორუფციის მკვლევრები ცვლილებებს ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების რისკებს უკავშირებენ.