მამუკა მდინარაძეს საერთო ყულაბიდან ფულის მოპარვა დაუმტკიცეს - ლაშა ფარულავა
ენმ-ს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე საერთო კორუფციული ყულაბიდან ფულის მოპარვა დაუმტკციეს და ამას შეეწირა მისი პოლიტიკური კარიერა.
ფარულავა ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ტავად "ოცნების" შიგნით ვრცელდება.
ვერ უშველა ირაკლი კობახიძის პროტექციამ, ვერ უშველა ვერაფერმა, ვინაიდან მას დაუმტკიცეს საერთო ყულაბიდან, კრიმინალური, კორუფციული ყულაბიდან ფულის მოპარვა, კრიპტო-ანგარიშებზე ფულის გადარიცხვა, ასე ვრცელდება ინფორმაცია ქოცებში," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.