უნდა ველოდოთ გენერალ-მაიორის ან ციხეში, ან ქვეყნიდან გაქცევის კადრებს, ეს ასე არ დამთავრდება - ვანო წერეთელი

27.08.26 17:57
უნდა ველოდოთ გენერალ-მაიორის ან ციხეში, ან ქვეყნიდან გაქცევის კადრებს, ეს ასე არ დამთავრდება -  ვანო წერეთელი

პარტია "ახალის" წევრი, ვანო წერეთელი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკური კარიერა ასე მარტივად არ დასულდება და უნდა ველოდოთ "გენერალ-მაიორის ან ციხეში, ან ქვეყნიდან გაქცევის კადრებს". 

მისი თქმით, "ოცნების" აწ უკვე ყოფილ ლიდერს "სახეზე ეწერა, რომ ძალიან ნერვიულობდა და რაღაც დონეზე შეიძლება მოულოდნელიც კი იყო მისთვის". 

როგორც ჩანს მამუკა მდინარაძემ ვერ შეასრულა ის დავალებები, რაც უნდა შეესრულებინა, სამაგიეროდ იშოვა ძალიან ბევრი ფული, ხოლო ბიძინა ივანიშვილს რისიც ეშინია, ეს არის შინაურებში თანხების დაგროვების. ახლა ჩვენ უნდა ველოდოთ გენერალ-მაიორის ან ციხეში, ან ქვეყნიდან გაქცევის კადრებსაც იმიტომ, რომ ეს ასე არ დამთავრდება, ასე უცბად. სახეზე ეწერა დღეს მამუკა მდინარაძეს, რომ ის ძალიან ნერვიულობდა და რაღაც დონეზე შეიძლება მოულოდნელიც კი იყო მისთვის," - თქვა ვანო წერეთელმა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.

გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი. 

ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.