"სპეკულაციებს პასუხი გავეცით" - კობახიძე ღარიბაშვილის წერილებზე
"სპეკულაციებს პასუხი გავეცით" - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებული წერილების ქრონიკას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ღარიბაშვილის გზავნილებზე წერილის ადრესატმა, მამუკა მდინარაძემაც გააკეთა განმარტება.
ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არავითარი საფუძელი ამ სპეკულაციებს არ აქვს. მამუკა მდინარაძემაც განმარტა ყველაფერი და ჩვენც პასუხები გავეცით ამ სპეკულაციებს, თუმცა ნუ ოპოზიცია გააგრძელებს სპეკულაციებით საუბარს", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინწინ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრო. მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ "სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს". ექს-პრემიერმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური პროცესია.
ღარიბაშვილმა წერილში ასევე დაწერა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მისი ცოლის ძმას გულისხმობს, რადგან გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მათ მისცეს ჩვენებები ღარიბაშვილის წინააღმდეგ.