კობახიძე ამბობს, რომ მდინარაძის "ფსიქოლოგიურ სტრესს გაგებით მოეკიდნენ"

27.08.26 20:25
კობახიძე ამბობს, რომ მდინარაძის "ფსიქოლოგიურ სტრესს გაგებით მოეკიდნენ"

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე დაიღალა და მის "ფსიქოლოგიურ სტრესს" ის და ბიძინა ივანიშვილი "გაგებით მოეკიდნენ". 

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც  მდინარაძის პოზიცია მოისმინეს, შემდეგ მას და ბიძინა ივანიშვილს ცალკე ჰქონდათ მსჯელობა.

"საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გასაზიარებელი აღმოჩნდა მისი პოზიცია" - ამბობს კობახიძე. 

"ოცნების" ლიდერმა დღეს მედიასთან "შეცვლილ გეგმებზეც" ესაუბრა - "გეგმები იცვლება ხოლმე".

მისი თქმით, მას და მდინარაძესაც ჰქონდა გეგმა, თუმცა თანაგუნდელმა "განსხვავებული გადაწყვეტილება" მიიღო.

გეგმები იცვლება ხოლმე. თავის დროზე ჩვენ ყველას, არა მარტო მას პირადად [მამუკა მდინარაძეს], ჩვენ ყველას ერთად გვქონდა კონკრეტული გეგმა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მან მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება და ნუ მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო ის, რომ დამღლელი არის გარკვეულწილად ის საქმიანობა, რომელშიც ჩვენ ყველა ვართ ჩართული, არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ფიზიკურ დაღლას, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც არის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და ჩვენ ამას გაგებით მოვეკიდეთ.

ამაზე გვქონდა ჩვენც მსჯელობა, შემდეგ ცალკე მქონდა მე მსჯელობა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც მოვისმინეთ მისი პოზიცია საკუთარ გადადგომასთან დაკავშირებით და ნუ, საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გასაზიარებელი აღმოჩნდა ის პოზიცია. აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, არის ბევრ სტრესთან დაკავშირებული ის საქმიანობა, რასაც ქვია პოლიტიკური საქმიანობა, აქედან გამომდინარე ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგები იყო მამუკა მდინარაძის პოზიცია და, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ და გავიზიარეთ მისი დამოკიდებულება".- განაცხადა კობახიძემ.