მდინარაძე გაგდებულია, შეეხო იმ "ქოლ-ცენტრის" ფულს, რასაც თავის დროზე ლილუაშვილი გადაყვა - ლევან გოგიჩაიშვილი
გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე "გაგდებულია" - როგორც პარტია "საქართველოსთვის" წევრი "ტვ პრიველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" ამბობს, "ოცნების" აწ უკვე ყოფილ ლიდერს ბიძინა ივანიშვილმა "ქოლ-ცენტრების" სალაროდან ფულის აღება არ აპატია.
გოგიჩაიშვილის თქმით, ამის შესახებ თავად "ოცნებაში" საუბრობენ.
"მდინარაძე შეეხო იმ "ქოლ-ცენტრის" ფულს, რასაც თავის დროზე გადაყვა ლილუაშვილი, როგორც ჩანს ივანიშვილისთვის ეს წმინდა ფულია" - ამბობს გოგიჩაიშვილი.
იმ წიარში, იმ სივრცეში რომ დარჩენილიყო მდინარაძე, ყველაფერს გააკეთებდა, ნუ ჩეულებრივად გაგდებულია, ნუ ეგ სუს-ის ხელმძღვანელობიდანაც გაგდებული იყო, უბრალოდ ყველაფერი გააკეთა კობახიძემ, რომ აქამდე მოეყვანა. არარსებული რაღაცები მოიგონა, ეპოტნებოდა ბოლომდე, რომ არ გაეგდოთ. ალბათ ყველაზე რეალური ვერსია არის ის,რ ასაც ლაპარაკობენ მისი თანაგუნდელები, "ოცნებასთან" დაკავშირებული ადამიანები, ფული ძალიან უყვარდა მდინარაძეს, ყველაფერზე წამსვლელი იყო ფულის გამო. როდესაც კუდის ადვოკატი, მაშინაც ამდენ სიბინძურეს აკეთებდა.
დიდი ხანი მიძვრდებოდა ის, რომ ივანიშვილთან ახლოს ყოფილიყო, ყველაფერს სთავაზობდა, ყველაფერს ლაპარაკობდა, კარგი პიონერი იყო სიბინძურის. რა მოხდა და რასაც ამბობენ - შეეხო იმ ქოლ-ცენტრის ფულს, რასაც თავის დროზე გადაყვა ლილუაშვილი. როგორც ჩანს ივანიშვილისთვის ეს წმინდა ფულია და მისი ნებართვის და მისი განაწილების გარეშე ესე ხელის მოკიდება, წაცდენა, როგორც ჩანს კარგად ისჯება. მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე მისი სუს-იდან გაშვება ფულის თემა არის. ისეთ ფულს შეეხო, რომელსაც არ უნდა შეხებოდა, ნერწყვები უნდა წამოსვლოდა, მაგრამ ხელი არ უნდა მოეკიდა", - ამბობს გოგიჩაიშვილი.
გახარიას თანაგუნდელი ამბობს, რომ მდინარაძის როლი "სიბინძურის კეთების ასპექტში" ჯერ არ დამთავრებულა. მისივე თქმით, "ოცნებაში" არიან ისეთები, ვისაც აწ უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი გულზე არ ეხატებოდათ - "შეიძლება ავნონ კიდევაც".
მაგას ბოლომდე გამოიყენებენ, მდინარაძის როლი სიბინძურის კეთების ჯერ არ დამთავრებულა. ახლა, ტრიალ მინდორში რომ არის გაგდებული, იქაც ხომ სჭირდება დაცვა. ბევრი ადამიანი არის გუნდის შიგნით, ვინც მდინარაძის მიმართ არ გამოიჩენს დიდ სიყვარულს და შეიძლება ავნოს კიდევაც. უსაფრთხოების გარანტიებს ახლა კიდევ ცალკე ხელის აღება დასჭირდება", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.