"ივანიშვილს სურს კლანებს ერთმანეთი შეაჭმევინოს და როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, ორივე ირაკლი გაანეიტრალოს" - სამადაშვილი

27.08.26 21:46
"ივანიშვილს სურს კლანებს ერთმანეთი შეაჭმევინოს და როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, ორივე ირაკლი გაანეიტრალოს" - სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მდინარაძის პოლიტიკიდა წასვლა, სინამდვილეში "ირაკლი კობახიძის ამბის დასაწყისია". 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ახლა ივანიშვილი პოლიტიკური ველის მოსუფთავებას ცდილობს და სურს მის მიერ შექმნი "კლანებს ერთმანეთი შეაჭმევინოს".

სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ღარიბაშვილის წერილების ქრონიკა ციხიდან შემთხვევითი არ არის.  

"როგორც ჩანს, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, ორივე ირაკლი (ღარიბაშვილ-კობახიძე) გაანეიტრალოს" - ამბობს სამადაშვილი. 

მე მდინარაძე არასოდეს აღმიქვამს დამოუკიდებელი წონის მქონე ფიგურად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ვუყურებთ დასაწყის, დასაწყისს ამბისა, რომელიც არის კობახიძის ამბავი და არა მდინარაძის ამბავი. როგორც ჩანს, ივანიშვილი, რომელიც ხვდება, რომ მძიმე პოლიტიკურ ჩიხში შევიდა, იცის, რომ რაღაცა მოძრაობები თუ არ გააკეთა, მისი საქმე კარაგად არ მიდის. ვფიქრობ, რომ ახლა რაც ხდება, ღარიბაშვილი, კობახიძის ამბის დასაწყისი, ეს არის ერთგავრი მცდელობა რომ ივანიშვილმა ერთმანეთი შეაჭმევინოს კლანებს, რომელიც მანვე შექმნა და მანვე გამოკვება და როგორც ჩანს გადაწყვეტილი აქვს, რომ ორივე (ირაკლი) გაანეიტრალოს და ამით შეეცადოს მოასუფთაოს ველი, რომ რარაც შანსი დაიტოვოს (როგორც თავად ფიქრობს) პოლიტიკური გადატვირთვის. მაგრამ აქ ჩვენ რამდენიც არ უდან ვისაუბროთ, ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა სწორედ ეს მართვის მოდელია, რომლითაც ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.

გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი. 

ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.

მსგავსი სიახლეები