ენმ-ს წევრი ამბობს, რომ მარნეულის მერის ნათესავი დაჭერით ემუქრება

27.08.26 22:08
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ მარნეულის მერის ნათესავი დაჭერით ემუქრება

 

 

ენმ-ს წევრი რამო ახმედოვი ამბობს, რომ მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ნათესავი დაჭერით ემუქრება. ახმედოვის წიანასწარ აფრთხილებს შესაბამის უწყებებს, რომ თუ მის სახლში ან მანქანში რაიმე კანონსაწინააღმდეგოს იპოვიან, ეს "ქართული ოცნების", მარენულის მერის და მისი ნათესავის ნამოქმედარი იქნება. 

ჩემს ვიდეოს ქვეშ პროვოკატორობს, მემუქრება მარნეულის მერი დაურ ისმაილოვის ახლო ნათესავი ზაქირ სადიგოვი - წერს რომ ახლო მომავალში დამიჭერენ და ციხეში წამიყვანენ. მივმართავ ყველა უწყებას საჯაროდ რომ, ან და თუ ჩემს მანქანაში, სახლში ან სხვაგან რამე კანონ-საწინააღმდეგ რამე აღმოჩნდება ამის დამკვეთი ან და შემსრულებელი არის ქართული ოცნება და პირადად მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი და მისი ნათესავი ზაქირ სადიგოვი".- წერს ახმედოვი. 

მსგავსი სიახლეები