„შეასრულეთ სასამართლოს განაჩენი“ - ადვოკატი სუს-ს ხაბეიშვილის ტელეფონის დაბრუნებას სთხოვს
ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, სუს-ს ხაბეიშვილის ტელეფონი უკვე ერთი წელია აქვს ამოღებული, მიუხედავად იმისა, რომ სამი თვის წინ სასამართლომ მისი მფლობელისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
უფლებადამცველი აცხადებს, რომ ტელეფონში ხაბეიშვილის შვილების პირადი ფოტოები და ვიდეოებია და უწყებას სასამართლოს განაჩენის დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებს.
ერთი წელი გადის მას შემდეგ, რაც ე.წ. საგამოზიებო მოქმედებების შედეგად ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი წაიღო სუსმა. ჩვენ როდესაც ვეუბნებოდით, რომ ამ ტელეფონში არის ლევან ხაბეიშვილის შვილების ფოტოებიო, ვიდეოები და დაებრუნებინათ აღნიშნული ტელეფონი, გვეუბნებოდნენ, რომ იქამდე ვერ დააბრუნებდნენ, სანამ არ იქნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება.
მე ხელთ მაქვს განაჩენი, სადაც პირდაპირ წერია, რომ აღნიშნული ტელეფონი უნდა დაუბრინდეს ლევან ხაბეიშვილს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო სამი თვის წინ და სამი თვეა ლევან ხაბეიშვილს მაინც არ უბრუნებენ ტელეფონს.
მე ყველას შევახსენებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, განაჩენის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. თუ ერთი წლის განმავლობაში ვერ გახსენით ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი, 10 წელიც რომ გავიდეს, თქვენ ამ ტელეფონს ვერ გახსნით. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, შეასრულოთ სასამართლოს განაჩენი და პატიმარ ადამიანს დაუბრუნოთ თავისი შვილების ფოტოები და ვიდეოები, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.