ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია

04.09.26 12:13
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია

ირაკლი კობახიძე, მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილს ამ დრომდე არ გამოხმაურებია, განცხადება არ გაუკეთებია არც კობახიძესთან ერთად Facebook სტატუსში დასახელებულ მამუკა მდინარაძესაც. 

არქივი ინახავს კობახიძის მხოლოდ ერთ შეფასებას, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ღარიბაშვილის პირველი წერილის შეფასებისას გააკეთა და მას "პრობლემური" უწოდა. 

გუშინ, სამ სექტემბერს ციხეში გამოკითხეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მას კითხვები დაუსვეს იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობის ყოფილმა მეთაურმა „ასავალ-დასავლის“ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ რიგით მეხუთე წერილში გამოთქვა. 

საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა ცნობა, რომ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს მოქმედი პრემიერი და პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა ბოლო წერილში პირველად ახსენა ირაკლი კობახიძე, მდინარაძესთან ერთად და დაწერა, რომ ეს ორი პოლიტიკური ფიგურა იყო თანამონაწილე და მათ პასუხი უნდა აგონ იმ ზიანისთვის, რაც ქვეყანას და ადამიანებს მიაყენეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე წერილში  ისაუბრა საეჭვო თვითმკვლელობებზე.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ღარიბაშვილის გამოკითხვის პარალელურად საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს ყველა ის პირი, ვინც ექს-პრემიერს განცხადების შემდეგ პოლიტიკური შეფასება გააკეთა. 

მსგავსი სიახლეები