მისთვის პრობლემური განცხადებაა - კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს

18.08.26 11:29
მისთვის პრობლემური განცხადებაა - კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დაპატიმრებული ექს-პრემიერის განცხადება "მისთვისვეა პრობლემური". 

ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია მისთვის - განაცხადა კობახიძემ "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი. მე ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ, ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება.

ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია მისთვის" - განაცხადა კობახიძემ. 

"პირველების" ჟურნალისტმა კობახიძეს ასევე ჰკითხა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან ირაკლი ღარიბაშვილის წერილის გამოქვეყნების შემდეგ და იქნა თუ არა განხილული აღნიშნული წერილი "ოცნების" დამფუძნებელთან. 

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ ექს-პრემიერის წერილი ივანიშვილთან განხილვის საგანი არ ყოფილა. 

„კომუნიკაცია გუშინ გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. არ მახსოვს წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე. ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. ამაზე ჩვენ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები