კობახიძემ შვაბნელი გაზეთი უწოდა "ასავალ-დასავალს", რომელსაც ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს მადლობას უხდიდა
"ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძემ შვაბნელი გაზეთი უწოდა "ასავალ-დასავალს", რომელსაც ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს მადლობას უხდიდა.
5 დღიანი დუმილის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს უპასუხა - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედს "შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დაშვებული" უწოდა, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კი "სასაცილო და ტრაგიკული".
რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 14 წლის წინ?
”მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, თქვენს რედაქციასაც და თქვენს ჟურნალისტურ ჯგუფსაც იმ პრინციპული პოზიციებისათვის, რომელიც ბოლო წლებში აშკარად გამოხატულია „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე! შეიძლება, რამდენიმე გაზეთი ვერც დავასახელო, რომელიც მსგავსი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პოზიციებითა და პრინციპულობით გამოირჩევა", - უთხრა ივანიშვილმა "ასავალ-დასავალს" ინტერვიუში.