უმრავლესობა მათგანის პროტესტი არაგულწრფელი იყო - ნინო წილოსანი

01.04.21 12:27
უმრავლესობა მათგანის პროტესტი არაგულწრფელი იყო - ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს ეხმაურება. წილოსანის შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც საოკუპაციო პოლიტიკის მხარდამჭერი რუსი ჟურნალისტის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან. მმართველი გუნდის წევრს პროტესტის მონაწილეების გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს. 

ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით სრულ ანტისახელმწიფოებრივ კამანიას ეწევიან პარლამენტში არ შემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით, თავიანთი მმართელობის დროს არაერთი სტრატგეიულად მნიშვნელოვანი ობიექტის რუსებზე გადაცემით და უამრავი სხვა ფაქტორი, რომელიც მარწმუნებს, რომ უმრავლესობა მათგანის პროტესტი სრულებით არაგულწრფელი იყო. სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცი რამდენად ჰქონდათ მათ საშვები, დროის რა მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ, - ამბობს წილოსანი.
 

საქართველოს ოკუპაციის მხარდამჭერები ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემოუშვა და კომენდანტის საათის დარღვევის უფლება მისცა.  დისკომფორტი ღამის ქეიფს ოკუპირებულ საქართველოში მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტებმა შეუქმნეს, ისინი პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია გაიმართა როგორც "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პოზნერმა მეგობრებთან ერთად ივახშმა. 

ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

მსგავსი სიახლეები