კობახიძემ უპასუხა კითხვას, კიდევ იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები
იგეგმება თუ არა მომდევნო კვირებში სამთავრობო და საკადრო ცვლილებები - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობიდან კადრები შეიცვალნენ, შესაბამისად, სიახლეებს აღარ უნდა ველოდოთ.
მისი თქმით, ერთადერთი,მხოლოდ კულტურის მინისტრის კანდიდატურაღაა წარსადგენი და მის კანდიდატურაზე ჯერჯერობით არ შეჯერებულან.
არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე.
შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები. ასევე, დღეს განხორციელდა საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით. დასანიშნია კულტურის მინისტრი. შევჯერდეით კანდიდატურაზე და ამასთან დაკავშირებით სიახლეს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ, - განაცხადა კობახიძემ.