მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი რუხაძე ერთმანეთს სასამართლოში დაუპირისპირდნენ
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი რუხაძე გამოიკითხა. სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი თემა 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ გარშემო განვითარებული მოვლენები და მაუწყებლობის შეწყვეტის გარემოებები იყო. სააკაშვილი რუხაძის ჩვენებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია მის ხელისუფლებას არ დაუხურავს. მესამე პრეზიდენტის თქმით, „იმედის“ მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება თავად ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
სააკაშვილთან პროცესი რუხაძემ ევროპულ სასამართლოში პროცესი წააგო. ძალიან გთხოვთ, არ გჭირდებათ ეს სიმფონიური ყეფა, მე ველაპარაკები მოწმეს. ტელეიმედი სააკაშვილს არ დაუხურავს, ტვ იმედი დახურა კოლექტივმა. კითხვა არის ის, რომ მე ვადასტურებ იმას, რაც უკვე ვთქვი, რომ ტვ იმედი დახურა გიორგი თარგამაძემ. საერთოდ, პატარკაციშვილს დაუხურია ტელევიზია, ჩემგან რა გინდათ?, - თქვა სააკაშვილმა.
პროცესზე სააკაშვილმა თავად ირაკლი რუხაძესაც მიმართა და მისი საქმიანობის შესახებ ბრალდებები გააჟღერა. ყოფილმა პრეზიდენტმა ინგლისში გამართული სასამართლო დავა ახსენა და რუხაძე პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილი თანხების მითვისებაში დაადანაშაულა. ამავე განცხადებაში სააკაშვილმა მკვეთრად გააკრიტიკა მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესიც და მას „ცირკი“ უწოდა.
პრაქტიკულად, თქვენ, ბატონო ჩემო, მხილებული ხართ თაღლითობაში და პატარკაციშვილის ფულის მითვისებაში ინგლისის სასამართლოს მიერ. ეს არის ივანიშვილის კენგურუს სასამართლო, ჩვეულებრივი ცირკი, თქვენ შეხვალთ ისტორიაში როგორც კრიმინალები, ჩვენი ხალხის მტრები, ნამდვილი ტურები და გიენები, ამიტომ თქვენი ბოგინი საქართველოში მთავრდება, - თქვა სააკაშვილმა.